Python პროგრამირების საფუძვლები | 30 ₾ / თვეში

30,00 

კატეგორია:

აღწერა

მნიშვნელოვანი დეტალები

სწავლის დაწყების თარიღი: 17 ივნისი, 2024.
ხანგრძლივობა: მოქნილი / შენი ტემპით.
ტიპი: ინტერაქტიული პლათფორმა.
ფასი: 30 ლარი / თვეში.

კურსის აღწერა

BitCamp – ის ახალი კურსები იქმენება ინტერაქტიული სასწავლო პლათფორმის გამოყენებით. გრძელი და დამღლელი ლექციების ნაცვლად, თითოეული თავი დაყოფილია მრავალფეროვან, მოკლე სასწავლო აქტივობებად.

ყოველი საკითხი ახსნილია მცირე ზომის ვიდეობით, მარტივად გასაგებად და ქართულად.

თითოეულ თუნდაც მცირე ვიდეოს ან თემის განხილვას მოყვება სწრაფი ქვიზი რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაამოწმოთ, გაიმყაროთ ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში მიუბრუნდეთ თემის ახსნას.

ინტერაქტიული კურსის მთავარი უპირატესობა ისაა რომ შენი ტემპით მიდიხარ წინ, ყოველდღიურად მცირე დროის გამოყოფაც საკმარისია რომ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი დააგროვო.

რას მიიღებ ამ კურსის შეძენისას?

  • 12 თავი Python პროგრამირების სასწავლად (ჰარვარდის პროგრამით)
  • 100+ ვიდეო და ტუტორიალი
  • 100+ დავალება და პროექტი
  • სუპერ პრაქტიკული სასწავლო პროცესი
  • ინტერაქტიული სასწავლო პლათფორმა
  • ქვიზები და გამოკითხვები
  • გამოცდები
  • ფინალური პროექტი
  • Harvard – ის ოფიციალური სერტიფიკატი
  • BitCamp – ის ოფიციალური სერტიფიკატი

ლექტორის მიმართვა

ოთარ ზაკალაშვილი
ოთარ ზაკალაშვილი

15 წელია პროგრამისტი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებში და დავაგროვე ის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება რაც საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში წარმატების მისაღწევად.

5 წელზე მეტია ვქმნი სასწავლო პროგრამებს, პლათფორმებს და ჩემს ლექციებზე გაიზარდა და წარმატებას მიაღწია ათასობით დამწყებმა პროგრამისტმა 2018 წლიდან დღემდე.

ჩემი ლექციები და კურსები გამოირჩევა განსაკუთრებული მონდომებითა და სტუდენტების დახმარების ძალიან ძლიერი სურვილით. ლექციას ვამზადებ მთელი გულით და ვპოულობ უნიკალურ გზებს რომ სტუდენტისთვის ძალიან მარტივად გასაგები გახდეს ყველაფერი.

ჩემი კურსებით შეძლებ არა მხოლოდ პროგრამირების სწავლას, არამედ შეიქმნი სწორ ემოციურ ფონს, გახდები პრაგმატისტი და მზად იქნები შეძენილი უნარები გამოიყენო რეალურ ცხოვრებაში.

რატომ აქვს ამ კურსს ასეთი კარგი ფასი – 30 ლარი თვეში?

საზოგადოება მიჩვეულია რომ ქართულად მომზადებული სასწავლო კურსები და პროგრამები ასობით და ხშირად ათასობით ლარი ღირს. თუმცა სიძვირე გამოწვეულია იმით რომ ხშირად სტუდენტები არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი და ბევრი სასწავლო აკადემია ამით ბოროტად სარგებლობს.

ამერიკასა და ევროპაში მსგავსი კურსები $15 – დან $150 – მდე შეიძლება ღირდეს მაგრამ საქართველოში არავინ იწუხებს თავს კარგი კურსი მოამზადოს ამ ფასად.

რადგან უკვე 5 წელზე მეტია სტუდენტებთან ურთიერთობით ვარ დაკავებული, აღმოვაჩინე რომ სტუდენტების დიდი ნაწილი ხშირად გაუცნობიერებლად იღებს გადაწყვეტილებას და ხდება არაკეთილსინდისიერი აკადემიებისა და სასწავლო ცენტრების მსხვერპლი.

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებთ, გადავწყვიტე შემექმნმა კურსების ისეთი პლათფორმა რომელიც მოქნილია, ერგება სტუდენტის პრაგმატულ საჭიროებებს და იმდენად დაბალი ფასი აქვს, მაკდონალდსში ერთხელ შესვლაზე ძვირი რომ არ დაუჯდეს არავის.

თუ ჯერ არ გინახავს ჩემი ლექციები და გსურს თავად დარწმუნდე, გთავაზობ საჩვენებელ ლექციას კომპიუტერულ მეცნიერებაში: ლექციის ბმული

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Python პროგრამირების საფუძვლები | 30 ₾ / თვეში“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *